მოვიძიეთ ჩვენი პროექტისთვის სტანდარტები და ინდიკატორები საიტიდან ncp.ge გადმოვიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში, ინდიკატორებიდან გამომდინარე გავწერეთ სასწავლო პროექტის მიზნები, რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმაში.
განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, გადავხედეთ ზმნებს და დოკუმენტი შევიტანეთ კურსის რესურსებში. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების პრეზენტაციას.
განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, ვიხილეთ თითოეულ სტრატეგიაში შესული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ თითოეული სტრატეგიის გამოყენების მიზნობრიობა. შევავსეთ შეფასების გეგმა. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- პრეზენტაციის სახით. ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთეთ ღრუბლებში.
შეფასების მოკლე მონახაზში გავწერეთ ჩვენს მიერ არჩეული შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენების მიზანი, მოვიფიქრეთ აქტივობები მიზნებიდან გამომდინარე, გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ასევე შევიტანეთ საბაზისო უნარ-ჩვევები.
გავწერეთ აქტივობები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის, დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა, შევავსეთ ყველა პუნქტი. პორტფოლიო, საქაღალდე გადავიტანეთ ღრუბლებში.
ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდე მივაბით ბლოგებს.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს დაუღალავ ტრენერს ხათუნას <3 <3 <3